Skip to content

Assorti, your sweet emotion

Terms of service

შესავალი

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს, რომელშიც თქვენ ეცნობით შპს ,,ასორტი-ვერე“-ს (ს/კ 404880474) (შემდგომში ,,ასორტი-ვერე“ ან ,,კომპანია“) ვებ-გვერდის - ,,assorti.ge”-ს (შედგომში ასევე წოდებული როგორც „ვებ-გვერდი“ ან „პლატფორმა“) მოხმარების წესებსა და პირობებს.აღნიშნული დოკუმენტით ასორტი-ვერეს სურს, რომ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდის მოხმარებასთან და შესაბამისად, მნიშვნელოვანია თქვენთვის.

1.ზოგადი დებულებები

1.1.წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში ,,თქვენ“ ან ,,მომხმარებელი“ კონტექსტიდან გამომდინარე) და ასორტი-ვერეს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას (შემდგომში ,,წესები და პირობები“), რომელიც ადგენს და არეგულირებს assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებს;

1.2.assorti.ge-ს პლატფრომაზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, აღნიშნულით სარგებლობა, მათ შორის, assorti.ge-ს პლატფორმაზე პირადი ანგარიშის რეგისტრაცია, შეკვეთის განთავსება, პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენა უთანაბრდება თქვენს თანხმობას წესებსა და პირობებზე, იგულისხმება, რომ თქვენ გაცნობილი ხართ წინამდებარე წესებსა და პირობებს, სრულად ეთანხმებით მათ და კისრულობთ ამ წესებითა პირობებით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და დაცვის ვალდებულებას; assorti.ge-ს პლატფორმაზე პირადი ანგარიშის რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობასა და მასზე თანხმობას; იმ შეთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს, თქვენ ვალდებული ხართ შეწყვიტოთ assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობა;

1.3.assorti.ge-ს პლატფრომით სარგებლობისას ან/და assorti.ge-ს პლატფრომის საშუალებით პროდუქციის/მომსახურების შეძენისას იმოქმედებს assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობის ან/და პროდუქციის შეძენის დროისათვის assorti.ge-ს პლატფრომაზე განთავსებული წესებისა და პირობების ვერსია.

1.4.წესებისა და პირობების მოქმედი ვერსია ხელმისაწვდომია assorti.ge-ს პლატფრომაზე.

1.5.წესები და პირობები, შესაძლოა, კომპანიის მხრიდან საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, თქვენი გაფრთხილების გარეშე, დაექვემდებაროს ცვლილებ(ებ)ის/დამატებ(ებ)ის შეტანას, assorti.ge-ს პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით. წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ თქვენს მიერ assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობის გაგრძელებით, კერძოდ, assorti.ge-ს პლატფორმაზე შესვლით ან მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ უპირობოდ ეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებებს/დამატებებს და აღნიშნული არ საჭიროებს შემდგომში თქვენს დამატებით თანხმობას.

1.6.assorti.ge-ს პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებით.

1.7.კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ assorti.ge-ს პლატფორმა ან assorti.ge-ს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქცია/მომსახურება მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, რაიმე სახის შეფერხების, შეზღუდვის ან ნაკლის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვადით, ნებისმიერი შესაძლო მიზეზით რაიმე სახის შეფერხების, შეზღუდვის ან ნაკლის არსებობის ან/და პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებულ ნებისმიერ პროდუქციაზე/მომსახურებაზე წვდომის არარსებობის შემთხვევაზე კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა;

1.8.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს assorti.ge-ს პლატფორმაზე წვდომა, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი მომხმარებლის პირადი ანგარიში, თუ ის არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.

1.9.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გააუქმოს შეკვეთა;

1.10.assorti.ge-ს პლატფორმაზე პირადი ანგარიშის რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერვე მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და ამასთანავე, ადასტურებთ ასორტი-ვერეს კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობას, ინფორმირებულობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია მუშავდება მის შესაბამისად და აცხადებთ თანხმობას აღნიშნულზე.

1.11.წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება assorti.ge-ს პლატფორმის გამოყენება, იქნება ეს ვები (www), მობილური ტელეფონი, თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

1.12.assorti.ge-ს პლატფორმა და მასზე განთავსებული პროდუქცია არის ასორტი-ვერეს საკუთრება.2.ტერმინთა განმარტება

2.1.თუ წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს, მასში გამოყენებულ ტერმინებსა და დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა. ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე შესვლა ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების მითითების საფუძველზე;ბ. assorti.ge-ს პლატფორმა - კომპანიის ვებ-გვერდი - assorti.ge, მისი ქვეგვერდები, მისი მობილური ვერსია და პროგრამული უზრუნველყოფები, რომელსაც ფლობს, მართავს, აკონტროლებს ან/და წვდომას უზრუნველყოფს ასორტი-ვერე;გ. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება - assorti.ge-ს პლატფორმის მეშვეობით პროდუქციის შეძენისას კომპანიასა და მომხმარებელს შორის, დისტანციურ ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

დ. ვერიფიკაცია - მომხმარებლის მიერ assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციისას მოწოდებული პერსონალური მონაცემების ნამდვილობის/სისწორის შემოწმება/დადგენა;ე. კომპანია ან ასორტი-ვერე - შპს ,,ასორტი-ვერე“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია - 404880474, ხოლო იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, მხატვრის ქ. #8;

ვ. მომხმარებელი - assorti.ge-ს პლატფორმით მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს assorti.ge-ს პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს მასზე განთავსებული პროდუქცია ან/და მიიღოს შემოთავაზებული მომსახურება;

ზ. მხარეები - ასორტი-ვერე და მომხმარებელი ერთად.

თ. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება.ი. პაროლი - სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ქმნის assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს, პირად ანგარიშზე წვდომისათვის/სარგებლობისათვის, სხვა პირებისაგან პირადი ანგარიშის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კ. პირადი ანგარიში - assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი გვერდი, რომელზე წვდომისათვის საჭიროა რეგისტრირებული მომხმარებლის შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის და პაროლის ცოდნა. ანგარიში იქმნება მომხმარებლის მიერ assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდგომ. პირადი ანგარიშზე ასახულია მომხმარებლის მიერ მითითებულ ინფორმაცია, ასევე, მის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და ქმედებების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია;ლ. პროდუქცია-კომპანიის მიერ წარმოებული და assorti.ge-ს პლატფორმაზე სარეზლიზაციოდ განთავსებული/ შემოთავაზებული საკვები პროდუქცია;მ. რეგისტრაცია - assorti.ge-ს პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ სპეციალური პროცედურების გავლის შედეგად მომხმარებლის პირადი ანგარიშის გახსნა, რის შემდეგაც მას ეძლევა assorti.ge-ს პლატფორმაზე ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა.ნ. წვდომის კოდ(ებ)ი - ნებისმიერი სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურების უსაფრთხო განხორცეილების მიზნით, მათ შორის:ნ.1 ერთჯერადი კოდი - შემთხვევითი წესით დაგენერირებული ციფრების კომბინაცია.

2.2.წესებსა და პირობებში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, სიტყვები, რომლებიც აღნიშნავს მხოლობით რიცხვს, მოიცავს ასევე მრავლობითს და პირიქით.3.მხარეთა განცხადებები და გარანტიები

3.1.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი განაცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:ა. არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;ბ. არის სრული ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ალკოჰოლური ან სხვაგვარი ზემოქმედების ქვეშ. არ იმყოფება ძალადობის, მუქარის, თაღლითობის ან სხვაგვარი ზეწოლის ქვეშ, სრულად იაზრებს საკუთარი ქმედების არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;გ. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები;გ. assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობას და მასზე განთავსებული პროდუქციის/მომსახურების მიღებას, მათ შორის, შეკვეთის განთავსებას ან/და პროდუქციის შეძენას ახდენს მხოლოდ საკუთარი ნებით, მისი თავისუფალი არჩევნისა და გააზრებული რისკის საფუძველზე, კომპანიისა და მესამე პირთა იძულებისა და ზეწოლის გარეშე;გ. გაეცნო და ეთანხმება assorti.ge-ს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს;დ. მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემი ან/და დოკუმენტი არის უტყუარი, სრული, ზუსტი და სარწმუნო, ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, ის განახორციელებს ინფორმაციის განახლებას;ე. assorti.ge-ს პლატფორმის მოხმარებისას, მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი ყოველი ქმედება იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და არ ხელყოფს მესამე პირთა კანონიერ ინტერესებს; ასევე, იძლევა გარანტიას, რომ მისი ქმედება არ იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისკენ;ვ. იძლევა გარანტიას, რომ ის Visa ან Mastercard ბარათი, რომლის დეტალებსაც აწვდის კომპანიას, არის მისი პირადი და აქვს საკმარისი თანხები იმისათვის, რომ განახორციელოს გადახდის ოპერაცია.ზ. არ ისარგებლებს სხვა მომხმარებლის პირადი ანგარიშით და არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს მისი წინასწარი თანხმობის გარეშე;თ. assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები, ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს.

3.2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიამ გამოიყენოს და დაამუშავოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად;

3.3.მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომ:ა. ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება სამართლებრივ დაცვას;ბ. კომპანია შეთანხმებას დებს წინამდებარე განცხადებებისა და გარანტიების საფუძველზე, შესაბამისად, მისი მხრიდან ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია წინამდებარე შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტისათვის ან კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისათვის (შეჩერებისათვის).გ. იმ შემთხვევაში თუ მის მიერ assorti.ge-ს პლატფორმის გამოყენება არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და წინამდებარე წესებსა და პირობებს, კომპანიას უფლება აქვს ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლის დაშვება assorti.ge-ს პლატფორმაზე, დაბლოკოს ან გააუქმოს მისი პირადი ანგარიში და გაატაროს სხვა მიზანშეწონილი ღონისძიებანი;დ. არ არსებობს გარანტია, რომ assorti.ge-ს პლატფორმა იმუშავებს უწყვეტად, შეცდომების გარეშე და დაცული იქნება ვირუსებისაგან, ასევე, არ არსებობს გარანტია, რომ პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქცია/მომსახურება მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი რაიმე სახის შეფერხების, შეზღუდვის ან ნაკლის გარეშე. შესაბამისად, მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ რაიმე სახის შეფერხების, შეზღუდვის ან ნაკლის არსებობის ან/და პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებულ ნებისმიერ პროდუქციაზე/მომსახურებაზე წვდომის არარსებობის შემთხვევაზე კომპანიას არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა;ე. მის მიერ პლატფორმის საშუალებით პროდუქციის შეძენისას, მასსა და კომპანიას შორის იდება დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს მიჰყიდოს განსაზღვრული ხარისხისა და შემადგენლობის პროდუქცია იმ ფასით, რაც მითითებულია assorti.ge-ს პლატფორმაზე, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას მიიღოს შეთანხმებული ხარისხისა და მახასიათებლების მქონე პროდუქცია იმ ფასით, რაც მითითებულია assorti.ge-ს პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ამასთანავე, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება ამ უკანასკნელი ხელშეკრულების ყველა შესაბამისი წესი და პირობა.

3.4.კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის სტანდარტებს და მოთხოვნებს, იგი დამზადებულია ჰიგიენური ნორმების დაცვით.

4.მომხმარებლის ვალდებულებები4.1.მომხმარებელი ვალდებულია:ა. მკაცრად დაიცავს პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაუმჟღავნოს ნებისმიერ მესამე პირს მისი პირადი ანგარიშის მონაცემები, რათა დაცული იყოს მის პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების დარღვევით დამდგარი ზიანისთვის კომპანია არ არის პასუხისმგებელი;ბ. დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას წერილობითი ფორმით იმ გარემოებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან/და წინააღმდეგობაში მოვიდეს მის განცხადებებთან, გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების ან/და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა;ბ. დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას წერილობითი ფორმით იმ გარემოებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან/და წინააღმდეგობაში მოვიდეს მის განცხადებებთან, გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების ან/და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა;დ. assorti.ge-ს პლატფორმაზე მიზანმიმართულად და არამართლზომიერად, არ შექმნას აშკარად არასწორი/სხვა მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი წარმოდგენები (მაგალითად ნეგატიური კომენტარების ან/და უარყოფითი შეფასებების მეშვეობით);ე. კომპანიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამ წესებსა და პირობებზე, ასევე, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის დასადასტურებლად წერილობითი თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით);ვ. პროდუქციის შეძენამდე გაეცნოს assorti.ge-ს პლატფორმაზე პროდუქციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციას, პროდუქციის აღწერას/შემადგენლობას. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რაც მიადგა მომხმარებელს ან სხვა პირს შეძენილი პროდუქციის შემადგენლობის თაობაზე ინფორმაციის გაუთვალისწინებლობით /შეუსრულებლობით;ზ. კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს;5.რეგისტრაცია, პირადი ანგარიშის გახსნა, ავტორიზაცია, სარგებლობის წესი და პირობები

5.1.მომხმარებელი, რომელსაც სურს assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობა გადის რეგისტრაციას assorti.ge-ს პლატფორმაზე და ქმნის პირად ანგარიშს შემდეგი წესის დაცვით:ა. მომხმარებელი უთითებს ტელეფონის ნომერს, რომლის ვერიფიკაციის მიზნითაც, მითითებულ ტელეფონის ნომერზე მას ეგზავნება ერთჯერადი კოდი;ბ. ერთჯერადი კოდის მიღებისა და მისი შეყვანის შემდგომ მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ. ფოსტის მისამართსა და სასურველ პაროლს;გ. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისათვის საჭიროა assorti.ge-ს პლატფორმაზე მითითებული მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის ვერიფიკაცია, მასზე გაგზავნილი ბმულის/კოდის საშუალებით.დ. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ხდება assorti.ge-ს პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელი.

5.2.რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე, ადასტურებს წინამდებარე წესებისა და პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობას შესაბამისი თანხმობის/დასტურის ველების მონიშვნით.5.3.კითხვების შემთხვევაში მომხმარებელი უკავშირდება კომპანიას ტელეფონის ნომერზე - 032 243 34 44, ელ. ფოსტის მისამართზე - info@assorti.ge ან ფეისბუქ გვერდზე - https://www.facebook.com/assorti.ge;

5.4.assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის გახსნის შემდეგ, თუ მომხმარებელს სურს პროდუქციის შეძენა ის გადის ავტორიზაციას, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით, კერძოდ, ელ.ფოსტისა და პაროლის შეყვანით;

5.5.მომხმარებლის მიერ assorti.ge-ს პლატფორმაზე ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების აღდგენა ხორციელდება assorti.ge-ს პლატფორმაზე დაცულ მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე გაგზავნილი, მონაცემთა აღდგენისათვის საჭირო ინფორმაციის საშუალებით.

5.6.assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობის პირობები:ა. მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე/ქმედებაზე, მათ შორის მისი თანხმობითა და მითითებებით სხვა მესამე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მესამე პირს გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებლის სახელით იკისროს გარკვეული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომის შედეგად დამდგარ ზიანზე.ბ. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი პირადი ანგარიშის პაროლი და დაუკავშირდეს კომპანიას, იმ შემთხვევაში თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია იქნა მოპარული, დაკარგული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისათვის დამდგარ ზიანზე; პირადი ანგარიშის გახსნისას მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას კომპანიას აუნაზღაუროს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განზრახ ან გაუფრთხილებლობითი დარღვევით;გ. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის განახლება, სისრულე, სისწორე და სიზუსტე. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულის შედეგად დამდგარ ზიანზე.დ. მომხმარებელი ვალდებულია assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობისას არ დატოვოს შესაბამისი მოწყობილობა რომლიდანაც იგი სარგებლობს აღნიშნულით და არ დაუშვას მესამე პირის მიერ აღნიშნული მოწყობილობით სარგებლობა თავისი თანხმობის/ნებართვის გარეშე, ვიდრე ის არ დაასრულებს პლატფორმით სარგებლობას და არ დარწმუნდება რომ მესამე პირების მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია.

5.7.კომპანია უფლებამოსილია:ა. მომხმარებლისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის დადასტურება, სხვა აუცილებელი ინფორმაციის, დოკუმენტ(ებ)ის ან/და სხვა მტკიცებულების წარმოდგენა;ბ. ნებისმიერ დროს შეცვალოს assorti.ge-ს პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემები.5.8.მომხმარებელი უფლებამოსილია assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე მოითხოვოს კომპანიის მიერ შეთავაზებული გარკვეული მომსახურებ(ებ)ის გაწევა საკუთარი სახელის, საკონტაქტო მონაცემებისა და შეკვეთის შინაარსის მითითებით. ამ შემთხვევაში მომხმარებელს უკავშირდება კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი და იწყება უშუალოდ შეკვეთის დეტალების დაზუსტებას, რის შემდგომაც შესაძლებელია მოხდეს შეკვეთის გაფორმება ან არ გაფორმება; მომხმარებლის მიერ ამ ფორმით assorti.ge-ს პლატფორმის მეშვეობით მომსახურების მიღების თაობაზე შეკვეთის განთავსება არ გულისხმობს კომპანიის მიერ შეკვეთის მიღებასა და მისი შესრულების ვალდებულების აღებას; assorti.ge-ს პლატფორმაზე შეკვეთის ამ ფორმით განთავსება არის მხოლოდ მოთხოვნა გარკვეული მომსახურების გაწევისა და კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის დაკავშირებისა.6.პროდუქციის შერჩევა და შეძენა6.1.assorti.ge-ს პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყოველდღე 09:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე პერიოდში.

6.2.assorti.ge-ს პლატფორმაზე მომხმარებელი არჩევს მისთვის სასურველ პროდუქციას; მარტივი ძიებისათვის, მას შეუძლია გამოიყენოს კატეგორიები და ქვე-კატეგორიები, ასევე, პროდუქცია გაფილტროს ფასის მიხედვით;6.3.მომხმარებელი, სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, ღილაკზე ,,კალათში დამატება“ დაჭერით პროდუქციას ათავსებს ვირტუალურ კალათაში, სადაც მოცემულია მის მიერ შერჩეული პროდუქციის ჩამონათვალი და მათი ღირებულება;. მომხმარებელს შეუძლია განაგრძოს პროდუქციის შერჩევის პროცესი ან დაიწყოს კალათაში განთავსებული პროდუქციის შეძენის პროცესი. ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ შეცვალოს ვირტუალურ კალათაში არსებული პროდუქციის ჩამონათვალი, მასში ახალი პროდუქციის დამატებით, არსებულის წაშლით ან რაოდენობის ცვლილებით;

6.4.კალათაში პროდუქციის დამატებით მომხმარებელს არ წარმოეშობა რაიმე სახის უფლება ან მოთხოვნა პროდუქციასთან მიმართებით, კერძოდ, კალათაში არსებული პროდუქცია არ არის დაჯავშნილი და ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მომხმარებლისათვის მიუწვდომელი.6.5.ვირტუალურ კალათაში დამატებული პროდუქციის შესაძენად, მომხმარებელი აჭერს ღილაკს „ყიდვის გაგრძელება“, რის შემდეგაც ის იმ შემთხვევაში თუ შესულია პირად ანგარიშზე გადამისამართდება გვერდზე, სადაც უთითებს საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, მობილური ტელეფონის ნომერს, მიწოდების ტიპს და შესაბამისად, ქალაქს, ქუჩას ან ფილიალს, რომლიდანაც მოხდება პროდუქციის გატა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას კომენტარის ველში. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ იყო სისტემაში შესული ის აღნიშნულ გვერდზე გადამისამართდება მას შემდეგ, რაც გაივლის ავტორიზაციას;6.6.წინამდებარე მუხლის 6.5 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის მითითების შემდგომ მომხმარებელი აჭერს ღილაკს „გაგრძელება“, რის შემდგომაც ის გადამისამართდება გვერდზე, სადაც უთითებს პროდუქციის მიღების სასურველ დროსა და მისთვის სასურველ ანგარიშსწორების ფორმას; ამავე გვერდზე მოცემული იქნება მის მიერ შერჩეული პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და მათი ჯამური ღირებულება; მომხმარებელი კალათაში დამატებული პროდუქციის შეძენის პროცესის დასრულებისათვის აჭერს ღილაკს „დასრულება“, რის შემდგომაც assorti.ge-ს პლატფორმაზე მითითებულ მობილურის ნომერზე მომხმარებელს ეგზავნება SMS-ს შეტყობინება - კომპანიის მიერ შეკვეთის მიღების დასტური (შეკვეთის კოდი); დასრულებული შესყიდვის/შეკვეთის მომხმარებლის მხრიდან გაუქმება არ დაიშვება;

6.7.იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენის პროცესის დასრულების შემდგომ აღმოჩნდება, რომ რაიმე მიზეზით შეუძლებელია შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქციის ან მისი ნაწილის მიწოდება, კომპანია მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე და მასთან შეთანხმებით მიაწვდის პროდუქციას დაკორექტირებული და ხელახლა შეთანხმებული შეკვეთის მიხედვით ან გააუქმებს შეკვეთას. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ისეთი შეკვეთის ან მისი ნაწილის გაუქმება, რომლის ღირებულებაც მომხმარებლის მიერ გადახდილი იქნა, გაუქმებული შეკვეთის ან შეკვეთის გაუქმებული ნაწილის ღირებულება მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

6.8.შეძენილი პროდუქციის ღირებულების ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს - ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორების სასურველ ფორმას ირჩევს მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას;ა. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო/სადებეტო ბარათის მეშვეობით შესაბამის გადახდის გვერდზე, სადაც მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს თავისი ბარათის მონაცემები, რის შემდგომაც ავტომატურად მოხდება თანხის ჩამოჭრა. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. გადახდის მიმღებს წარმოადგენს ასორტი-ვერე. უნაღდო ანგარიშსწორებისას მომსახურე ბანკის მიერ ამ მომსახურების გაწევისათვის დაწესებული დამატებითი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გახადის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს.ბ. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულის გადახდის მეშვეობით პროდუქციის ადგილზე მიტანის ან კომპანიის ფილიალში პროდუქციის მიღების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლისთვის ნაღდი ფულის/შეკვეთის საზღაურის გადაცემით.6.9.მომხმარებელს assorti.ge-ს პლატფორმის მეშვეობით შეძენილ პროდუქციაზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც მოხდება პროდუქციის ღირებულების ანგარიშსწორება და პროდუქციის მომხმარებლის მიერ მიღება;6.10. პროდუქციის დაკარგვის, დაზიანების ან/და განადგურების რისკი მომხმარებელზე გადადის მას შემდეგ რაც მოხდება პროდუქციის მომხმარებლისათვის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარება;7.პროდუქციის აღწერილობა და მისი ფასები7.1.პროდუქციის ძირითადი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია assorti.ge-ს პლატფორმაზე თითოეული პროდუქციის აღწერილობაში;7.2.პროდუქციის აღწერილობა შესაძლებელია, არ შეიცავდეს დაწვრილებით ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად, კომპანია არ იძლევა გარანტიას და არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას assorti.ge-ს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის აღწერილობის/შემადგენლობის წარმოუდგენლობის ან/და არასრული წარმოდგენისათვის;

7.3.კომპანია არ იძლევა გარანტიას assorti.ge-ს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლებისა და მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქციის ვიზუალური იერსახის ზუსტ და აბსოლიტურ შესაბამისობაზე. მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქცია შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს assorti.ge-ს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლებისაგან, შესაბამისად, ამგვარი განსხვავება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობად.

7.4.პროდუქციის ფასი, რომელიც მოცემულია assorti.ge-ს პლატფორმაზე, მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. assorti.ge-ს პლატფორმაზე მითითებული ფასები არ მოიცავს მიტანის მომსახურების საფასურს. შესაბამისად, პროდუქციის, მიტანის მომსახურების ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამური ღირებულება აისახება კალათაში, შეკვეთის დასრულებისა და თანხის გადახდის მიზნით.

7.5.იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის/მომსახურების ფასში დაშვებულია შეცდომა, აღნიშნულს კომპანია დაუყოვნებლივ შეატყობინებს მომხმარებელს, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა ან მიიღოს ის კორექტირებული ფასით; წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.

7.6.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს assorti.ge-ს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი პროდუქციის/მომსახურების ფასები. ამასთანავე, ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქციაზე.

7.7.კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს/შეწყვიტოს assorti.ge-ს პლატფორმაზე ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა ან/და მასზე წვდომა.8.პროდუქციის მიწოდება და მიღება

8.1.შეძენილი პროდუქციის ფილიალიდან გატანა ან მიწოდების მისამართზე პროდუქციის მიღება/ჩაბარება შეიძლება მოხდეს - თავად მომხმარებელის მიერ პირადად ან მის მიერ მითითებული ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის მიღება/ფილიალიდან გატანა ხორციელდება არა თავად მომხმარებელის, არამედ მის მიერ განსაზღვრული სხვა მესამე პირის მიერ, ეს უკანასკნელი ვალდებულია კომპანიის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის კოდი, რათა მოხდეს პირის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქციის ჩაბარება.

8.2.assorti.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია განხორციელდეს პროდუქციის კომპანიის ფილიალიდან გატანის გზით ან მიტანის მომსახურების მეშვეობით; პროდუქციის მიღების სასურველ მეთოდს უთითებს მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას;8.3.იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი, assorti.ge-ს პლატფორმის საშუალებით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის მიღების საშუალებად უთითებს პროდუქციის ფილიალიდან გატანას, ის ვალდებულია მიუთითოს კომპანიის ფილიალი, რომლიდანაც მოხდება პროდუქციის გატანა; ამასთანავე, პროდუქციის ფილიალიდან გატანა შესაძლებელია შეკვეთის განხორციელებიდან 1 (ერთი) საათის შემდეგ;

8.4.იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი, assorti.ge-ს პლატფორმის საშუალებით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის მიღების საშუალებად უთითებს მიწოდების მომსახურებას, მიწოდება განხორციელდება მის მიერ პროდუქციის შეძენისას მითითებულ მისამართზე; პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:ა. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ქ. თბილისის ფარგლებში, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ქ. თბილისის მასშტაბით ის მისამართი, რომელზეც სურს პროდუქციის მიღება.ბ. მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია იმყოფებოდეს შეკვეთაში მითითებულ მიწოდების მისამართზე შეკვეთის გაკეთებიდან იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება პროდუქციის ჩაბარება. ამასთანავე, მომხმარებელი ან/და მის მიერ განსაზღრული პირი ვალდებულია მიიღოს ზარ(ებ)ი იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებული იქნა პროდუქციის შეძენისას;გ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი არ იმყოფება შეკვეთაში მითითებულ მისამართზე შეძენილი პროდუქციის მიწოდებიდან 10 წუთის განმავლობაში და მომხმარებელთან ან/და მის მიერ განსაზღვრულ პირთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია პროდუქცია დააბრუნოს ფილიალში, ხოლო მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქცია დღის ბოლომდე გაიტანოს ფილიალიდან ან გადაიხადოს მიტანის მომსახურების ღირებულება ხელახლა და ისარგებლოს მოცემული მომსახურებით; დღის დასრულების შემდგომ კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს მოსთხოვოს შეკვეთის სრული ღირებულების ანგარიშსწორება;დ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული იქნა არასრული საკონტაქტო ინფორმაცია ან/და არაზუსტი მისამართი, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ თუ მომხმარებელი ადგილზე დამატებით გადაიხდით მიტანის საფასურს.ე. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ან მიუთითოს პროდუქციის მიწოდების კონკრეტული დრო. ამასთანავე, შეძენილი პროდუქციის მიწოდების განხორციელების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს არის სავარაუდო დრო და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება მითითებულ დროს, რამდენადაც პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიის გავლენისაგან დამოუკიდებელმა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო ხერგილები, პიკის საათები, ამინდი და სხვ.ე. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ან მიუთითოს პროდუქციის მიწოდების კონკრეტული დრო. ამასთანავე, შეძენილი პროდუქციის მიწოდების განხორციელების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს არის სავარაუდო დრო და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება მითითებულ დროს, რამდენადაც პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიის გავლენისაგან დამოუკიდებელმა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო ხერგილები, პიკის საათები, ამინდი და სხვ.ზ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ მოხდა პროდუქციის შეძენა, მიტანის მომსახურების მითითებით და შემდგომ აღმოჩნდება, რომ მიტანის მომსახურება რაიმე მიზეზით არ არის ხელმისაწვდომი, აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ეცნობება SMS-ით ან სატელეფონო ზარის მეშვეობით, assorti.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრაციის ან პროდუქციის შესყიდვის დროს მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. მოცემულ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ სურს პროდუქცია გაიტანოს ფილიალიდან, მას დაუბრუნდება გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8.5.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომხმარებლისათვის შეკვეთის მიწოდების მეთოდები, ვადები და მიწოდების ღირებულება, რაც მომხმარებლისთვის ცნობილი იქნება შეკვეთის ღირებულების გადახდამდე.8.6.პროდუქციის მიმღები/ჩამბარებელი პირის იდენტიფიცირების მიზნით, კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქციის მიმღებმა/ჩამბარებელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შეკვეთის კოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია ასეთ პირს არ გადასცეს პროდუქცია;

9.შეძენილი პროდუქციის დაბრუნების/ შეცვლის წესი და პირობები

9.1.მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის ჩაბარებამდე ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქცია და არ მიიღოს/არ ჩაიბაროს აღნიშნული იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ან/და არის აშკარად ნაკლის მქონე (იგულისხმება ვიზუალურად აღქმადი ნაკლი). ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შეცვლა, ხოლო შეცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაიბრუნოს შეუსაბამო ან/და ნაკლის მქონე პროდუქცია და მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხები, პროდუქციის დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

9.2.მომხმარებლის მიერ პროდუქციის მიღების შემდგომ დაუშვებელია პროდუქციის შეცვლის/დაბრუნების მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ ის არ შეესაბამება შეკვეთას ან/და ის არის აშკარად ნაკლის მქონე (იგულისხმება ვიზუალურად აღქმადი ნაკლი).

9.3.იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს ისეთი ნაკლი, რომლის აღმოჩენაც შეუძლებელი იყო პროდუქციის მიღების ეტაპზე, მისი შეცვლის მოთხოვნით მომხმარებელმა კომპანიას უნდა მიმართოს შემდეგი პირობების დაცვით:ა. კომპანიას მოთხოვნით უნდა მიემართოს შეკვეთის მიღების დღის დასრულებამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეცვლის/დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას კომპანია არ განიხილავს და შესაბამისად პროდუქცია არ ექვემდებარება შეცვლას/დაბრუნებას.ბ. კომპანიას პროდუქციის შეცვლის/დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა ეცნობოს შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (შეკვეთის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეკვეთის თარიღი, პირადი მონაცემები და სხვ.), ის გარემოებები, რომელთა გამოც მომხმარებელს სურს პროდუქციის შეცვლა/დაბრუნება, ასევე, კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქციის არსებული ფოტო-ვიდეო მასალა.გ. პროდუქცია შეცვლა/დაბრუნებას დაექვემდებარება მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ დადასტურდება ნაკლის არსებობა (იგულისხმება არათვალსაჩინო ნაკლი);დ. პროდუქციის შეცვლის/დაბრუნების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შემოწმება. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის წარომამდგენელს გადასცეს პროდუქცია ან მისი ნაწილი, პროდუქციის მდებარეობის მისამართზე. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია არ განიხილავს პროდუქციის შეცვლასთან/დაბრუნებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის მოთხოვნას;ე. პროდუქციის შეცვლასთან/დაბრუნებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომხმარებელს;ვ. მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება პროდუქციის შეცვლა მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში და მისი მიწოდება განხორციელდება მომხმარებლისათვის მისაღები ფორმით - მიწოდების მომსახურების მეშვეობით ან კომპანიის ნებისმიერი ფილიალიდან გატანის გზით. ამასთანავე, პროდუქციის შეცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდე გადახდილი თანხები, პროდუქციის დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;ზ. მომხმარებლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თუ პროდუქცია შემოწმების მიზნით გადაცემული იყო კომპანიისათვის, ის მომხმარებელს არ დაუბრუნდება და მისი მხრიდან აღნიშნულთან მიმართებით მოთხოვნები და პრეტენზიები არ დაიშვება;

9.4.იმ შემთხვევაში თუ თანხის ანგარიშსწორება მოხდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მისი დაბრუნება ხორციელდება იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა ანგარიშსწორება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ანგარიშსწორება განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორების წესით, გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მის პირად ანგარიშზე;

10.პასუხისმგებლობა

10.1.წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და პირობებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10.2.მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს აუნაზღაურონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) ამავე წესებითა და პირობებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.3.კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებულია, მომხმარებლის მიერ assorti.ge-ს პლატფორმასთან არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. ამასთანავე, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ვებ-გვერდების შინაარსზე, რომელზეც მომხმარებელი გადამისამართდება assorti.ge-ს პლატფორმიდან.

10.4.კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია assorti.ge-ს პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვით ან შეწყვეტით.

10.5.კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მის პირად ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, სისწორესა და ნამდვილობაზე;

10.6.კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირთა მიერ სხვა მომხმარებლის მონაცემების არამართლზომიერი გამოყენებით;

11.ფორს-მაჟორი

11.1.მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოების გამო, რომლის წინასწარ განზრახვა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით;

11.2.წინამდებარე მუხლის პირველ პუქტში მითითებული „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპანიის ან/და მომხმარებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, მათ შორის: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, ხანძარი, ავარია, ემბარგო, ეპიდემია, პანდემია, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე შეთანხმების მხარეების სამართლებრივ, ეკონომიკურ სტატუსსა და რეჟიმს, ასევე, კომპანიის ტექნიკური სისტემების გათიშვა/გაუმართაობა, assorti.ge-ს პლატფორმის გაუმართაობა, ელექტროენერგიის ან/და ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა, კომპანიის კონტრაქტორი მესამე მხარის გაუმართაობა ან ლოჯისტიკის/საქმიანი ოპერაციების შეჩერება ან შეწყვეტა;

11.3.ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში შეთანხმების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ; დაუყოვნებლის შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინება უნდა განხორციელდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა;

11.4.მხარეთა მიერ წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე.

12.პირად ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

12.1.მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ, შეწყვიტოს assorti.ge-ს პლატფორმაზე არსებული პირადი ანგარიშით სარგებლობა. ასევე, ის უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას მისი პირადი ანდაგიშის გაუქმების/დეაქტივაციის მოთხოვნით;

12.2.კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მას ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება ისარგებლოს assorti.ge-ს პლატფორმით;

12.3.კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის წინამდებარე შეთანხმების

12.2 პუნქტის შესაბამისად, assorti.ge-ს პლატფორმით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ან შეზღუდვის შემთხვევაში მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

13.მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

13.1.წინამდებარე წესები და პირობები განიმარტება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2.მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მათ შორის მოლაპარაკების გზით.

13.3.იმ შემთხვევაში თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, მათ შორის არსებული დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები;

13.4.წინამდებარე წესებისა და პირობების შესრულებისა და დავის გადაწყვეტის ადგილია საქართველო.

13.5.დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია მომხმარებლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება მის მიერ assorti.ge-ს პლატფორმაზე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

14.დასკვნითი დებულებები

14.1.წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ მათზე თანხმობის განცხადების მომენტიდან და ძალაში რჩება assorti.ge-ს პლატფორმაზე მომხმარებლის პირადი ანგარიშის გაუქმებამდე/წვდომის შეზღუდვამდე;

14.2.წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის კანონმდებლობის საფუძველზე ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენი მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი, ქვეპუნქტ(ებ)ი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ბათილი/ძალადაკარგული მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის, ქვეპუნქტ(ებ)ის ნაცვლად მოქმედებს ის მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც ადვილად მიიღწევა ამ შეთანხმების მიზანი.

14.3.მომხმარებელი, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს, ხოლო კომპანია უფლებამოსილია ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული მისი ნებისმიერი უფლება და ვალდებულება გადასცეს ნებისმიერ პირს, მომხმარებლის წერილობითი თანხმობის გარეშე;

14.4.წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია ქართულ ენაზე და განთავსებულია მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

14.5.საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით, განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

14.6.წინამდებარე წესებსა და პირობებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.