Privacy policy
რა არის კონფიდენციალობის პოლიტიკა და რა მიზანს ემსახურება ის?
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში (შემდგომში ,,პოლიტიკა“) აღწერილია, თუ როგორ ხდება შპს ,,ასორტი-ვერე“-ს (შემდგომში ,,ასორტი-ვერე“, ,,კომპანია“ ან ,,ჩვენ“) მიერ მომხმარებლთა (შემდგომში ,,მომხმარებელი“ ან ,,თქვენ“) მიერ კომპანიის ვებგვერდის გამოყენების პროცესში, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება, დაცვა;
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მარტივი და გასაგები ენით მოგაწოდოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, კერძოდ, თუ რა პრინციპებს ეფუძნება კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენების, შენახვის, გაზიარების პროცესი და ასევე, ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების თაობაზე. წინამდებარე პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია მოიპევებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად.
თქვენს მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის გახსნისას, ასევე, შეკვეთის განთავსებისას ან/და კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში, ტრენინგში, სასწავლო კურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის გაკეთებისას წინამდებარე პოლიტიკის გაცნობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობის ველის მონიშვნა უთანაბრდება თქვენს წერილობით თანხმობას და ადასტურებს, რომ თქვენ აცხადებთ ინფორმირებულ თანხმობას - კომპანიის მიერ დამუშავებული იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით. თქვენ აცხადებთ თანხმობას და ადასტურებთ ინფორმირებულობას იმის თაობაზე, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიცავს კომპანიის მიერ თქვენთვის მომსახურების პროცესში ჩართული მესამე პირებისათვის (მაგ.: მიწოდების განმახორციელებელი და სხვ.) აღნიშნული მონაცემების გაზიარებას. იმ შეთხვევაში თუ თქვენ არ ხართ თანახმა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან არ ეთანხმებით ხსენებულ პოლიტიკას, თქვენ ვერ შეძლებთ ვებგვერდით სარგებლობას; ამასთანავე, წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. შესაბამისად, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.
წინამდებარე პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი, როგორ ვაგროვებთ და რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ?
პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს: შპს “ასორტი-ვერე“, საიდენტიფიკაციო კოდი: 404880474, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. #12., ტელ.: 032 243 34 44.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების გარეშე ვერ ისარგებლებთ კომპანიის მომსახურებით და შესაბამისად, მათი მოწოდება სავალდებულოა; კერძოდ, იგულისხმება ის პერსონალური მონაცემები, რომელსაც თქვენ გვაწვდით მომსახურების მიღების მიზნით ასორტი-ვერეს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს - სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ასევე, ის მონაცემები, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით შეკვეთის განხორციელებისას - მისამართი, საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია, შეკვეთის შესახებ სხვა დეტალები. მომსახურების გაწევის პროცესში კომპანიამ, მომსახურების გაწევის მიზნითვე, შესაძლოა თქვენი მონაცემები გაუზიაროს მესამე პირებს (მაგ.: ტრანსპორტირების განმახორციელებელი და სხვ.), რაზეც თქვენ ვებგვერდზე რეგისტრაციისას აცხადებთ თანხმობას.
ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, რომელიც თქვენ შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდება თქვენი შეფასებების, შენიშვნების, კომენტარების ან შეკითხვების წარმოდგენის ან ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი საშულების, ფორმის ან მეთოდის მეშვეობით;
ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, რომელიც თქვენ შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდება კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე, ტრენინგებზე, სასწავლო კურსებზე თქვენს მიერ განაცხადის გაკეთების შემთხვევაში. ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში მუშავდება განცხადებაში თქვენს მიერ მითითებული მონაცემები.
გარდა ამისა, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშაოთ მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება თქვენ მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას. კეძოდ, როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ სერვერზე ფიქსირდება ვებგვერდზე შესვლის თარიღი, საათი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი სხვა მონაცემები.
რატო და რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს?
ასორტი-ვერე ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას, ასევე, მის მიერ ორგანიზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებს, ტრენინგებს, სასწავლო კურსებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ თქვენ ისარგებლოთ ვებგვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურებებით, კომპანია თქვენივე თანხმობის საფუძველზე ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, ვიყენებთ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ვუზიარებთ მესამე პირებს, თქვენივე თანხმობის საფუძველზე შემდეგი მიზნ(ებ)ით:
ა. თქვენი ანგარიშის მართვის, შეკვეთების მიღების, დამუშავების, პროდუქციის/მომსახურების მოწოდებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
ბ. ჩვენზე დაკისრებული მოვალეობ(ებ)ის შესრულების მიზნით. კერძოდ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, ჩვენ გავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერშობაში მყოფ პირებზე, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
გ. მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თქვენთან კომუნიკაციის მიზნით;
დ. თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით;
ე. ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირების, მისი კვლევისა და განვითარების მიზნით;
ვ. კომპანიის მიერ ორგანიზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებში, ტრენინგებში, სასწავლო კურსებში თქვენი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით; ამასთან, აღნიშნული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების, ტრენინგების, სასწავლო კურსების ჩატარებამდე, ასევე მისი დასრულების შემდგომ, მონაწილეებისთვის სხვადასხვა სახის მასალების გაზიარების, ჩატარებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების, ტრენინგების, სასწავლო კურსების ხარისხის კვლევის, შეძენილი ცოდნის შესამოწმებლად საჭირო აქტივობების ორგანიზების, სერტიფიკატების დამზადებისა და გადაცემის, ისევე როგორც, კომპანიის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სახის სასწავლო აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით.
ზ. ვებგვერდის მეშვეობით მიღებული მონაცემები კომპანიის მიერ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სტატისტიკური ან/და ანალიტიკური მიზნებისთვის.
თქვენთან კომუნიკაციისას კომპანია გამოიყენებს თქვენს მიერ თქვენსავე პირად ანგარიშზე ან პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში, ტრენინგში, სასწავლო კურსში მონაწილეობის თაობაზე გაკეთებულ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებს და ამ საშუალებებით გასცემს ყველა ინფორმაციას იმ დაშვებით, რომ აღნიშნული მონაცემები გეკუთვნით თქვენ და ინფორმაციის ამ საშუალებებზე გაცემით არ არღვევს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას.
როგორ ვინახავთ და უზრუნველვყოფთ მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას?
ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი/გადამცემი, ასევე, უფლებამოსილი/მიმღები პირი და მისი ნებისმიერი ქვეკონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ასევე, მკაცრად დაიცვას ქვემოთ მოცემული პირობები:
ა. კომპანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.
ბ. კომპანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას განახორციელებს იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში, ტრენინგში, სასწავლო კურსში თქვენი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან მარეგულირებლის მოთხოვნით.
ჩვენ ვახდენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, ასევე, ვახორციელებთ ყველა აუცილებელ ქმედებას, რათა ჩვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო/უკანონო წვდომისგან, დამუშავებისაგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან, ცვლილებებისაგან, გასაჯაროებისაგან ან განადგურებისგან. აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება ყველა მესამე პირზე ვისაც აღნიშნული მონაცემები გადაეცემა დასამუშავებლად. ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს აცნობონ მიღებული ზომების შესახებ.
ჩვენ, გპირდებით, რომ:
ა. ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
ბ. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
გ. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ჩვენი კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შეინახავს შემდეგი ვადით:
ა. ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის შექმნისას დამუშავებული მონაცემები, ასევე, თქვენი ანგარიშის მართვის, შეკვეთების მიღების, დამუშავების, პროდუქციის/მომსახურების მოწოდებისას დამუშავებული მონაცემები ინახება თქვენი პირადი ანგარიშის გაუქმებამდე, რომელიც ხორციელდება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე.
ბ. კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებში, ტრენინგებში, სასწავლო კურსებში თქვენი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით დამუშავებული მონაცემები ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ შემთხვევაშიც თუ აღარ იარსებებს წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები;
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
კომპანიის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შესაბამისი სამართლებრვი საფუძვლების არსებობისას, ვუზიარებთ იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მაგალითად, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით თქვენი მონაცემები შესაძლოა გადავცთ მომსახურე ბანკს ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირებს. ამასთანავე, მესამე პირებისათვის თქვენი მონაცემების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ განსაზღვრული მიზნით და მხოლოდ მათ მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისათის საჭირო მოცულობით.
გარდა ამისა, თქვენი პერსონალურ მონაცემები ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ სხვა მესამე პირებს ჩვენი, თქვენი ან მესამე პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლებისათვის, რომელთაც საკუთარი სამსახურეობრივი კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად, გააჩნიათ მათზე დაშვების და დამუშავების მკაცრად გამსაზღვრული ფარგლები;
მონაცემები მუშავდება მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული პრინციპების და დადგენილი წესების დაცვით. კომპანია მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესში არ იყენებს სხვა უფლებამოსილი (მესამე) პირ(ებ)ის მომსახურებას, თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისათვის მომსახურების გაწევის პროცესში შესაძლოა მოხდეს სხვა უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში). ასეთ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ კომპანიასა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება - მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული მიზნებით და კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით.
რა არის და რისთვის ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (Cookies)?
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. კერძოდ, როდესაც თქვენ შედიხართ ვებსაიტზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ „დაგიმახსოვროთ“ თქვენ და ის, თუ როგორ გამოიყენეთ ის თითოეული შესვლის დრო ანუ ქუქი-ფაილები გამოიყენება თქვენს და თქვენი ქცევის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. აღნიშნული ემსახურება და უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ გქონდეთ ინტერნეტში უკეთესად მანიპულირების შესაძლებლობა.
ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ქუქი-ფაილებს:
ა. ავტორიზაციის ქუქი-ფაილები, რომლის საშუალებითაც იმართება თქვენი ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, სისტემაში შესვლისა (ავტორიზაციის) და მისი ფუნქციებით სარგებლობის პროცესი;
ბ. ფუნქციური ქუქი-ფაილები, რომელიც ვებ-გვერდს საშუალებას აძლევს დაიმახსოვროს თქვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი და შევსებული ინფორმაცია, მათ შორის, თქვენს მიერ არჩეული ენა, ადგილმდებარეობა და სხვ.
წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენების ხსენებულ დამუშავების წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით.
რა უფლებები გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით?
თქვენ უფლება გაქვთ:
ა. მოითხოვოთ და უსასყიდლოდ მიიღოთ ინფორმაცია: I. მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება; II. იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ ინფორმაცია; III. მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; IV. მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; V. მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა; ამასთანავე, თქვენ გაქვთ უფლება აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ თქვენთვის მისაღები ფორმით;
ბ. გაეცნოთ ასორტი-ვერეში თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
გ. მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
დ. განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი თქვენს მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს განაცხადებთ (გამოიხმობთ თანხმობას) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, კომპანიის მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევა შეწყდება.
ე. მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (ტელ.: (+995 32) 242 10 00; ელ. ფოსტის მისამართი: office@pdps.ge; მისამართი: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105-პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება) ან სასამართლოს თუ თვლით, რომ კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს;
თქვენ ვებგვერდზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის გახსნისას, ასევე, შეკვეთის განთავსებისას ან/და კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში, ტრენინგში, სასწავლო კურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის გაკეთებისას, წინამდებარე პოლიტიკის გაცნობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობის ველის მონიშვნით ადასტურებთ ინფორმირებულობას თქვენი ზემოაღნიშნული უფლებების შესახებ.
როგორ ვახორციელებთ წინამდებარე პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას?
ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პოლიტიკა.
პოლიტიკის ცვლილებისას, მისი ბოლო ვერსია დაუყოვნებლივ განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე;
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მოთხოვნა ან პრეტენზია წინამდებარე პოლიტიკის ან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, გამოყენებასთან, გამჟღავნებასთან, გაზიარებასთან ან/და დაცვასთან მიმართებით, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საშუალებების გამოყენებით:
ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. #12;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@assorti.ge;
ტელეფონის ნომერი: 032 243 34 44;

